თავში

კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი გაიზრდება - აკაკი მინაშვილი

კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდ
კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი გაიზრდება - აკაკი მინაშვილი

"კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი კიდევ გაიზრდება", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ კარგია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი რომ მოეწერა და ამით კრიზისი მოგვარდება. პოლიტიკოსი ამბობს, რომ სამწუხაროდ, ასე არ იქნება. 

"უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ეს აუცილებლად ასე იქნება და ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანი გზით მოხდება. ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ ისტორია გადაწეროს და ძალადობა, რომელიც 20 ივნისს იყო, ჩაფარცხოს. ბუნებრივია ეს მიუღებელია", - განაცხადა მინაშვილმა "იმედთან" ინტერვიუში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system