თავში

მდინარაძე: ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში ბათუ ქუთელიაა მითითებული - VIDEO

მდინარაძე: ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში ბათუ ქუთელიაა მითითებული - VIDEO
მდინარაძე: ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში ბათუ ქუთელიაა მითითებული - VIDEO

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ლობისტურ კომპანიასა და ,,ნაციონალურ მოძრაობას" შორის გაფორმებულ ბოლო კონტრაქტში, პარტიის წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომელსაც დღეს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის სტატუსი აქვს. 

როგორც მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ,,ნაციონალური მოძრაობა" სისტემური დანაშაულიდან სისტემურ მანიპულაციამდე მივიდა. 

,,ბოლო კონტრაქტი, ,,ორიონ სტრატეჯისა" და ,,ნაციონალურ მოძრაობას " შორის თარიღდება 2019 წლის ოქტომბრით და სრულდება 2020 წელს, ოქტომებერში. კონტრაქტის მიხედვით, ლობისტური კომპანია ,,ნაციონალურ მოძრაობას" უნდა დაეხმაროს ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში, ეს არის მიზეზი. ამ ფორმალური მიზნის ქვეშ, რა საქმიანობაც უნდა განახორციელოს ლობისტურმა კომპანიამ, ალბათ ყველასთვის ნათელია. კონტრაქტი არის ღიად ატვირთული ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ პორტალზე, ამაში გასაოცარი, უჩვეულო და სკანდალური არაფერია, რომ არა იმ პირის ვინაობა, რომელიც კონტრაქტში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად არის მითითებული.  როგორც ვიცით, ეს ადამიანი არ უნდა იყოს ფორმალურად ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი. ის საჯარო სივრცეში მოქმედებს ე.წ. სამოქალაქო, ობიექტური ექსპერტის სტატუსით - საუბარია ბათუ ქუთელიაზე, რომლის რეგალიაც დღეს არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, რომ ბათუ ქუთელიას, ,,ნაციონალური მოძრაობის" დროს არაერთი უმაღლესი თანამდებობა ეკავა, იგი დღეს ცდილობს წარდგეს საზოგადოების წინაშე, როგორც მოუკერძოებელი და ობიექტური წარმომადგენელი არასამთავრობო სექტორისა. ეს დოკუმენტი არის მკაფიო დადასტურება იმის, თუ როგორ მივიდა ,,ნაციონალური მოძრაობა" სისტემური დანაშაულიდან, სისტემურ მანიპულაციამდე", - განაცხადა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system