თავში

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოფა

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოფა
კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოფა

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოფა. ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ბევრი იფიქრეს და კულტურის სამინისტროს მაქსიმუმ თებერვლამდე ცალკე გამოიყოფა. 

"ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურისა და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოეყოფა. ეს დამოკიდებულია იმ საკანონმდებლო პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, რომ თებერვალს ეს არ გადასცდება". – თქვა გიორგი გახარიამ.

2017 წლის ნოემბერში მაშინ პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, სპორტის სამინისტრო კულტურის სამინისტროს შეუერთდა. 2018 წელს კი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა.

21 დეკემბერს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და მოქმედმა დეპუტატმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ თუ მას კულტურის მინისტრობას შესთავაზებენ, "სერიოზულად" დაფიქრდება. ახლა ის კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system