თავში

ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძეს პასუხობს

ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძეს პასუხობს
ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძეს პასუხობს

ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე საოპერო მომღერალთან, პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზს განმარტავს. მისი თქმით, მომღერალ პაატა ბურჭულაძეს უდიდეს პატივს სცემს, თუმცა არ სურდა პოლიტიკოსი პაატა ბურჭულაძის გაცნობა.

მისივე მტკიცებით, საუბარი არ ყოფილა შენობაში შესვლასა და დასის გაცნობაზე.

„ჩემთან არავინ მოსულა თეატრში შემოშვებისთვის. დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს სურდა ჩემი გაცნობა. მას არ უთქვამს, რომ სურდა შემოსვლა. რა უფლებით არ შემოვუშვებდი, სირცხვილია პაატა ბურჭულაძე არ შემოუშვა თეატრში. მე ვუთხარი, როგორც მსოფლიო ბანს ჰქონდა ჩემი უდიდესი პატივისცემა და ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე იმღერებს ჩემს თეატრში, მაგრამ, როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდებითქო. ეს არის ჩემი უფლება. მე არ ვცემ იმ პარტიას პატივს, რომელი პარტიის გვერდითაც დგას პაატა ბურჭულაძე. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს. როგორ გგონიათ, მას ეთქვა, რომ შეხვედრა სურდა დასთან და მე ამის დაშლის უფლება მქონდა?"-აცხადებს ირინე ლომინაძე.

შეგახსენებთ, რომ საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის ინფორმაციით, ქუთაისის თეატრში მუსიკოსებსა და მენეჯმენტთან დაგეგმილი შეხვედრა მოულოდნელად ჩაიშალა.

როგორც ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, მას სურდა თეატრის მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის საკუთარი პრობლემები გაეცნო, თუმცა დაგეგმილი რეპეტიცია გაუქმდა და მოულოდნელად კარანტინი გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system