თავში

ქუთაისში ,,ევროპული საქართველოს" ოფისს ქვები ესროლეს

ქუთაისში ,,ევროპული საქართველოს" ოფისს ქვები ესროლეს
ქუთაისში ,,ევროპული საქართველოს ოფისს ქვები ესროლეს

,,ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის თქმით, ქუთაისში, მისი ოფისის დაზიანება სცადეს.

კახიძე შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, რომ დროულად მოხდეს საქმის გამოძიება და პასუხისმგებელი პირების დადგენა. მან ასევე აღნიშნა, რომ ფაქტზე ინფორმირებულები არიან ეუთო/ოდირის დამკვირვებლებიც.

„ჩვენ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ბანერი, რომელიც იყო გაკრული ოფისის მინაზე გარედან იყო დაზიანებული, ფანჯრის წინ იყო აგურის ნამსხვრევები და იმის გამო, რომ გვაქვს დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრისთვის, დავათვალიერეთ ჩანაწერები და აღმოვაჩინეთ, თუ როგორ მოდის დაუდგენელი პირი, იღებს აგურს, ჯერ ესვრის ერთ ფანჯარას და აზიანებს ბანერს, შემდეგ ესვრის მეორე ფანჯარას. ჩამსხვრევა ვერ შეძლო, ვინაიდან მინები არის ბრონირებული და ვერ გატეხა მინა, თუმცა დააზიანა ბანერი", - აცხადებს კახიძე.

,,ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system