თავში

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 

საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით კულტურულ-საგანმანათლებლო, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით მიმდინარე და განსახორციელებელ სამუშაოებს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული, მაღალი დონის, სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობების, კიდევ უფრო მეტ გაღრმავებაზე.
შოთა რეხვიაშვილმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრა რეგიონის განვითარების ეტაპებზე, არსებულ პოტენციალზე და ეთნიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შეუქცევადი ინტეგრაციის პროცესზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system