თავში

ქვეყანას ჩვენი ხელისუფლების პირობებში პოლიტპატიმრები არ ჰყოლია - ოხანაშვილი

ქვეყანას ჩვენი ხელისუფლების პირობებში პოლიტპატიმრები არ ჰყოლია - ოხანაშვილი
ქვეყანას ჩვენი ხელისუფლების პირობებში პოლიტპატიმრები არ ჰყოლია - ოხანაშვილი

ქვეყანას ჩვენი ხელისუფლების პირობებში პოლიტპატიმრები არც ჰყოლია და არც ეყოლება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"რაც შეეხება მელიას გათავისუფლებას, ასე მთავრდება ხოლმე ზედმეტი ბაქიბუქი სამართლებრივ სახელმწიფოში, როცა არავის ექნება საშუალება კანონი დაარღვიოს. ვუყურებდით, რომ ბაქიბუქობდა, ვერ დაიჭერდნენ, დააკავეს. ამბობდა, გირაოს არ მიიღებდა და ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა და გირაო გადაუხადეს. ზედმეტი ბაქიბუქის გარეშე ამ გირაოს მიღება მოუწია, შემდეგი ნაბიჯი იქნება, ამნისტიაზე იტყვის, მასზე გავრცელდეს" – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება 10 მაისს დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system