თავში

ქვეყანა, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, აშშ-ს დახმარებას ვერ მიიღებს

ქვეყანა, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდ
ქვეყანა, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, აშშ-ს დახმარებას ვერ მიიღებს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 2022 წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტის ვერსია. საქართველო ამ კანონპროექტში რამდენჯერმეა მოხსენიებული. მათ შორის არსებობს ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების შინაარსით,. 

კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს ან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს. ასევე, კანონით გამოყოფილი თანხა არ შეიძლება დაკავშირებული იყოს რუსეთის მიერ ამ რეგიონების ოკუპაციის მხარდასაჭერად.

ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი”-დან თანხის გამოყოფას, რომელიც უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ისევე როგორც, რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას.

2022 წლის კანონპროექტის თანახმად, საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 132 025 000 მლნ აშშ დოლარისა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system