თავში

ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ჩაკეტვებს და შეზღუდვებს - ღარიბაშვილი

ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ჩაკეტვებს და შეზღუდვებს - ღარიბაშვილი
ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ჩაკეტვებს და შეზღუდვებს - ღარიბაშვილი

ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორი გზა, რომ ერთის მხრივ, ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ, ასეთი ზრდა ბევრგან არ არის და მეორეს მხრივ, ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ, ასეთი რაოდენობის ვაქცინების შემოტანა, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და სასიხარულო ამბავია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს სწორი გამოყენება და მოსახლეობამდე ინფორმაციის სწორად მიტანა სჭირდება. პრემიერის განცხადებით, ქვეყანა მორიგ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს. 

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკის შენარჩუნების გზა ვაქცინაციაზე გადის და ზოგადად ამ სიტუაციის გადარჩენის გზა. ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ჩაკეტვებსა და შეზღუდვებს. ამიტომ, ერთის მხრივ, ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია და ასევე, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენასა და ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას, მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის. 

აქედან გამომდინარე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას - დროულად ჩავიტაროთ აცრები. ჩვენ უკვე მაქსიმალურად გავაფართოეთ ვაქცინაციის არეალი, ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს. გვინდა ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიდეთ, რომ მოსახლეობას ადგილზე მივუტანოთ ვაქცინა. რა თქმა უნდა, სწორი კომუნიკაცია არის საჭირო. უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაც წინა კვირას ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა ვიღაც დეზინფორმატორებს, რომლებიც ათას სიყალბეს ავრცელებენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system