თავში

"ქვეყანას დავამშვიდებთ და შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას" - პრემიერი

"ქვეყანას დავამშვიდებთ და შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას" - პრემიერი
ქვეყანას დავამშვიდებთ და შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმის მიცემა სირცხვილია. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება ჯერ ქვეყანას დაამშვიდებს რის შემდეგაც მოსახლეობაზე ზრუნვას დაიწყებს.

"დღეს "ნაციონალური მოძრაობისთვის", სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და მათი კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა და ხმის მიცემა რეალურად არის დიდი სირცხვილი, ასე ვიტყოდი პირდაპირ.

მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები რეგიონების განვითარების მიმართულებით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას და რეალური მათი პრობლემების გადაჭრას", – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხობში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system