თავში

ქვეყანას ბოლომდე არ ჩავაბარებინებთ რუსეთს - ხაზარაძე

ქვეყანას ბოლომდე არ ჩავაბარებინებთ რუსეთს - ხაზარაძე
ქვეყანას ბოლომდე არ ჩავაბარებინებთ რუსეთს - ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ,,ქართული ოცნება" ცდილობს, საქართველო რუსეთს ღიად ჩააბაროს. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ, საკრებულოს ძველი შემადგენლობით ბიუჯეტის მიღებით, დემოკრატიის კურსს გადაუხვია.

"ეს არის უხეში დარღვევა ყველა ნორმის, ყველა შინაარსის და აზრის, რაც კი დემოკრატიას, შეიძლება, ჰქონდეს. ამას ჩვენ დავუპირისპირდებით ძალიან წყნარად, მტკიცედ, იმიტომ რომ ,,ქართულ ოცნებას" ამ ქვეყანას ბოლომდე არ ჩავაბარებინებთ რუსეთს. საქართველოში მეხუთე კოლონის აქტიურობა ღიად მიდის. ღიად მიდის პროპაგანდა, რომ თურმე საქართველოში რუსული ჯარები უნდა დაბრუნდეს. ამაზე რეგირება არა აქვს ,,ოცნების" პოლიტიკოსებს.

ამას არ დავთმობთ, აქ არ არის მარტო ბათუმსა და ზუგდიდზე საუბარი. აქ არის ლაპარაკი იმ მოცემულობაზე, რაშიც ,,ოცნებამ" ჩვენი ქვეყანა ჩააგდო" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system