თავში

ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ლაწირაკი ბავშვი კარნახობს - ნინო ბურჯანაძე

ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ლაწირაკი ბავშვი კნაძე
ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ლაწირაკი ბავშვი კარნახობს - ნინო ბურჯანაძე

"ჩვენ, პრინციპში არ გაგვკვირვებია ის, რაც მოვისმინეთ. თუმცა,  ყველაზე დიდი პრობლემა არის ის რომ დღეს არ არსებობს ქვეყანაში უწყება, რომელთანაც მიხვალ და ეტყვი, რომ - გამოიძიე", - ამის შესახებ "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გუშინ მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერების კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურ მორჩილებაშია და მას ივანიშვილის ოჯახის წევრები მართავენ. 

"ყველაზე დიდი კატასტროფა არის ის, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პატარა ლაწირაკი ბავშვი კარნახობს რა უნდა გააკეთოს. და რაც მთავარია, ქართული ოცნება იმას კი არ ამბობს, რომ არ არსებობს ასეთი რამ, ან გამორიცხულია და ასეთი რამ შეუძლებელია... ამბობს, რომ 10 წლის წინანდელიაო, რასაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

10 წლის წინაც ბერა ივანიშვილი ბერა ივანიშვილი იყო", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system