თავში

ქვეყნები მიდიან სრულ ლოქდაუნზე - ეკატერინე ტიკარაძე

ქვეყნები მიდიან სრულ ლოქდაუნზე - ეკატერინე ტიკარაძე
ქვეყნები მიდიან სრულ ლოქდაუნზე - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში მიმდინარე ეპიდემიასა და აღმოჩენილ ახალ შტამზე საუბრობს, რომლის გამოც შესაძლოა მსოფლიოში სრულად ვაქცინირებული ადამიანების სტატუსი შეიცვალოს. 

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ევროპული ქვეყნები შეზღუდვებს ამკაცრებენ, რის ფონზეც საქართველოში დამატებითი რეგულაციების შემოტანა არის მოსალოდნელი. 

"საქართველოში ჩვენ გვაქვს კოვიდპასპორტი, რომელშიც არის შედარებით უფრო ლოიალური და კომპრომისული მიდგომა მწვანე სტატუსთან მიმართებაში, თუმცა აქაც ჩვენ ძალიან მალე დავდექით რთული გამოწვევის წინაშე. ჩვენ გვაქვს დღეს გამოწვევა ახალი შტამი, რომელიც მნიშვნელოვანი არის გათვალისწინებული იყოს დღევანდელი ეპიდვითარების პერიოდში. ვხედავთ, რომ სხვა ქვეყნები მიდიან სრულ ლოქდაუნზე და გერმანია, რომელიც მართავდა ეპიდვითარებას შეზღუდვების გარეშე, ამკაცრებს შეზღუდვებს. ანალოგიური ღონისძიებები ხორციელდება ავსტრიაშიც და არამხოლოდ ეს ორი ქვეყანა მიმართავს ამ მიდგომებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system