თავში

კვიციანი: არჩევნები გავხადოთ სავალდებულო - LIVE

კვიციანი: არჩევნები გავხადოთ სავალდებულო - LIVE
კვიციანი: არჩევნები გავხადოთ სავალდებულო - LIVE

"განხილვის დროს, ბატონო ირაკლი, არის თუ არა შესაძლებელი, რომ რაღაც ჩამატებები მოხდეს, მაგალითად არჩევნები რომ გავხადოთ სავალდებულო,"- მის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სიტყვით გამოსვლის დროს, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა განაცხადა.

დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობას ურჩია, რომ ერთხელ მაინც მოსინჯონ სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

"მშვიდობიანი არჩევნები კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ სამართლიანი ყველაფერს სჯობს. ყველა გვეუბნება, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლიანი. ვერ ჩატარდება საქართველოში ისე, როგორც არ ჩატარებულა არასოდეს სამართლიანი არჩევნები, ვერ ჩატარდება თუ არ იქნება სავალდებულო და თუ არ გამოვა ქუდზე კაცი. თუ გვინდა, რომ ოდნავ ქართული არჩევნები ჩავატაროთ და ოდნავ საქართველოს მოსახლეობა და ქართული მოსახლეობა იყოს ხელისუფლების წყარო, ეს ცვლილება უნდა შევიდეს აუცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ იქნება, ხმას ვერ მოგცემთ ამ ცვლილებაზე. კი, მიმაჩნია, რომ საჭიროა ეს ცვლილება, მაგრამ, მნიშვნელობა არ აქვს ამ ცვლილებას, თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი“,- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარს უჭერს "ევროპული საქართველო".

პარლამენტიდან სხდომის პირდაპირ ტრანსლაციას უყურეთ Report.ge-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system