თავში

კვლავ დავდგები ქუჩაში და ასე გავაგრძელებ ბრძოლას - ირმა ინაშვილი

კვლავ დავდგები ქუჩაში და ასე გავაგრძელებ ბრძოლას - ირმა ინაშვილი
კვლავ დავდგები ქუჩაში და ასე გავაგრძელებ ბრძოლას - ირმა ინაშვილი

კომპრომისზე არ დავთანხმდები მანან, სანამ არ იქნება მტკიცე გარანტია იმისა, რომ დაინიშნება ხელახალი არჩევნები,- ამის შესახებ "პატრიოტთა" ალიანსის ლიდერმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ვემზადებით რიგით მესამე მოლაპარაკებისთვის და იმედი გვაქვს, რომ რაიმე სახის გადაწყვეტილება იქნება ამ დროს მიღებული. კომპრომისზე არ დავთანხმდები მანამდე, სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს გამყარებული 8 მარტის ტიპის შეთანხმებით. მე პარლამენტში შევედი ქუჩიდან და თუ საჭიროება მოითხოვს, კვლავ დავდგები ქუჩაში და ისე გავაგრძელებ ბრძოლას",- განაცხადა ირმა ინაშვილის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის შემდეგ. 

ცნობისთის, მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე, პარტიების ლიდერები ელჩებს ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდებიან. ევროკავშირის ელჩის შემდეგ, ამჯერად იგივე ფორმატში მოლაპარaკებები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system