თავში

კვლევა: ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს

კვლევა: ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს
კვლევა: ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება - 38%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - 15%; ევროპული საქართველო - 6%; 23% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას; გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 4%; ლეიბორისტული პარტია - 3%; ლელო - 3%; პატრიოტთა ალიანსი - 3%; გირჩი - 3%; მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 1%;  დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 1%, ხოლო, 1%-ზე ნაკლებია შემდეგი პარტიების მაჩვენებელი: გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი), სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია), თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა).

გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system