თავში

ლადო კახაძე: ოპოზიციამ აქციებით ეპიდსიტუაცია დაამძიმა

ლადო კახაძე: ოპოზიციამ აქციებით ეპიდსიტუაცია დაამძიმა
ლადო კახაძე: ოპოზიციამ აქციებით ეპიდსიტუაცია დაამძიმა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლადო კახაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება, გაერთიანებული ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა. 

მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ოპოზიიცის აქციებზე უწესრიგობამ ინფიცირების რაოდენობა გაზრდას ხელი შეუწყო.

„ოპოზიციურმა ფრთამ, დემონსტრაციებით და აქციებით ყველაფერი გააკეთა, რომ სიტუაცია დამძიმებულიყო, რამეთუ მათ იცოდნენ რეკომენდაციების დონეზე, რომ თავყრილობები არასასურველია, რომ შესანიშნავი გარემოა იმისთვის, რომ ამ დაავადებამ თავისი ფრთები გაშალოს. მაგალითიც გვაქვს უკვე. გვქონდა ციფრები ზაფხულიდან გამოყოლილი. დავინახეთ ჯიუტად პირბადის გარეშე ერთმანეთის გვერდიგვერდ, არეულად, დისტანციის გარეშე ბევრი ადამიანის თავყრილობა. ეს ადამიანები ერთი ლოკაციიდან კი არ იყვნენ, სხვადასხვა ლოკაციიდან იყვნენ. მივიღეთ, ის რომ ამ თავყრილობის ადგილებიდან ეს ადამიანები საწყის ლოკაციას დაუბრუნდნენ და იქაც იფეთქა ამ დაავადებამ. ამ თავყრილობებმა, დემონსტრაციებმა ყველანაირი პირობა შექმნა, რომ ინფიცირების რაოდენობა გაზრდილიყო“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system