თავში

ლაშა დარსალია: შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო ნაბიჯებს ვდგამთ

ლაშა დარსალია: შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო ნაბიჯებს ვდგამთ
ლაშა დარსალია: შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო ნაბიჯებს ვდგამთ

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშარისო პარტნიორებთან ერთად დაკავებულთა მალე გასათავისუფლებლად.

მისივე თქმით, აბსოლუტურად ყველა მექანიზმია ამოქმედებული.

"შეიძლება ითქვას, რომ უპრეცენდენტო ნაბიჯებს ვდგამთ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ეს ინციდენტები საკმაოდ მძიმეა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება, რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება. პროცესში ჩართულნი არიან, როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები. მიმდინარეობს მუშაობა, რომ გაიმართოს შემდგომი IPRM-ის შეხვედრა, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ბოლოს მომხდარი ინციდენტები. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ვიდრე პროცესი არ დასრულდება”,- განაცხადა ლაშა დარსალიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system