თავში

ლაშას მამა გარდაიცვალა - გიორგი ვაშაძე მერობის საერთო კანდიდატზე

ლაშას მამა გარდაიცვალა - გიორგი ვაშაძე მერობის საერთო კანდიდატზე
ლაშას მამა გარდაიცვალა - გიორგი ვაშაძე მერობის საერთო კანდიდატზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ნიკა მელიას მხარდაჭერაზე სერიოზულად ვერ ისაუბრებს. 

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ნიკა მელიას გათავისუფლებით ქვეყანაში ერთით ნაკლები პოლიტპატიმარია, თუმცა კანდიდატებზე საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.

"კარგია, რომ ნიკა მელია თავისუფალია, ერთით ნაკლები პოლიტპატიმარია. ეს არის შეთანხმების კონკრეტული შედეგი, რომელსაც ვიმკით. მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა, საზღვარგარეთ მივფრინავ და როგორც კი ჩამოვალ, შევხვდები და დაველაპარაკები, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე კოორდინაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება კანდიდატებს, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. მეტი არაფრის თქმას ვაპირებ. რაც შეეხება იმას, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ თუ არა ჩემს პოზიციას მერობის საერთო კანდიდატზე, ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ", - განაცხადა ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system