თავში

ლავროვი საქართველოსთან ფრენების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს

ლავროვი საქართველოსთან ფრენების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
ლავროვი საქართველოსთან ფრენების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რომ მას სურს, ჰქონდეს იმედი, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. ამის შესახებ ლავროვმა გაზეთ „ტრუდთან“ ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და რუსეთი ბოლო 12 წელია, ისე ურთიერთქმედებენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ.

„დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა თბილისის ინიციატივით და ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ განხორცილებული სამხრეთოსური ავანტიურის შედეგი“, – განაცხადა ლავროვმა.

ამავე დროს, ლავროვი ინტერვიუში ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა სურს.

„სწორედ ამიტომ დავუჭირეთ მხარი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წელს ინიცირებულ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსს. ამ კუთხით რუსეთისგან შეზღუდვები არ გვაქვს. ჩვენი ქართველი პარტნიორები კი კონიუქტურული მიზნებით პერიოდულად ათამაშებენ ანტირუსულ კარტს. ამ მხრივ თანმიმდევრულობის დანაკლისი სახეზეა“, – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, რუსეთ-საქართველოს შორის ავტობუსების რეგულარული მიმოსვლა 2013 წელს აღდგა, ხოლო 2014 წლიდან დაიწყო ფრენები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system