თავში

ლავროვის მოადგილე ვაჟა გაფრინდაშვილზე: ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს

ლავროვის მოადგილე ვაჟა გაფრინდაშვილზე: ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს
ლავროვის მოადგილე ვაჟა გაფრინდაშვილზე: ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ჰუმანიტარული თემაა და ვფიქრობთ, ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გააკეთა.

რუდენკოს თქმით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მთავარი იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს მომავალში თავის ახლობლებს დაუბრუნდება.

„რაც შეეხება თქვენს ექიმს, მისი საკითხი ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი იყო. მოვისმინეთ ორივე მხარის შეხედულებები, გვაქვს იმედი, რომ უახლოეს პერიოდში ბატონი გაფრინდაშვილი თავის ახლობლებს დაუბრუნდება. ჩვენი ყველას ინტერესშია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას. როგორ გათავისუფლდება, ამას მე ნუ მკითხავთ. ის, როგორც იცით, კრემლში არ იმყოფება და არის სხვაგან. ოკუპაციის თემაზე თქვენთან დისკუსიაში არ შემოვალ, რადგან აქ ჩვენი პოზიციები ძირეულად განსხვავდება. ჩვენ ვთვლით, რომ სამხრეთ ოსეთი შედგა 2008 წელს, ამიტომ ყველანაირი საუბარი ამ თემაზე ჩვენთვის დახურულია. რაც შეეხება გაფრინდაშვილის საკითხს, ეს ჰუმანიტარული თემაა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს. მე ვიცი არგუმენტაცია ორივე მხრიდან. ამიტომ არ მინდა კომენტირება ამ მოსაზრებებისა, თუ რატომ მოხვდა ის იქ. მე ვიცი სამხრეთ ოსეთის პოზიციაც იმასთან დაკავშირებით, რომ ის იქ იმყოფებოდა არა სამედიცინო მიზნებისთვის, არამედ სხვა მიზნებით. რა სხვა მიზნებით, ეს არ ვიცი. ჩვენ მხოლოდ იმით ვართ დაინტერესებულნი, რომ ადამიანი გამოუშვა და რომ ასეთი შემთხვევები აღარ იყოს“ ,- განაცხადა რუდენკომ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system