თავში

"ლავროვს არავინ ეკითხება, ქართული სახელმწიფო რა კურსს აიღებს" - მდინარაძე

"ლავროვს არავინ ეკითხება, ქართული სახელმწიფო რა კურსს აიღებს" - მდინარაძე
ლავროვს არავინ ეკითხება, ქართული სახელმწიფო რა კურსს აიღებს - მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ლავროვს არავინ ეკითხება, საქართველო რა კურსს აიღებს.

"პირდაპირ გეტყვით, ლავროვს არავინ ეკითხება ქართული სახელმწიფო რა კურსს აიღებს. ქართული სახელმწიფოს კურსი არის არა მხოლოდ სიტყვით, როგორც "ნაცები' დეკლარირებდნენ რაღაცებს, არამედ საქმით განმტკიცებული. თავისი ვიზალიბერალიზაციით, სწრაფვითა და იმ აღიარებით, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა აღიარებს – საქართველო არასდროს ყოფილა NATO-სთან და ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს. ეს ჩემი სიტყვები არ არის, პარტნიორების სიტყვებია", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, როგორც ლავროვმა განაცხადა, 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system