თავში

,,ლელოს" გადასაწყვეტი არ იქნება, გადავდგები თუ არა - ტიკარაძე

,,ლელოს" გადასაწყვეტი არ იქნება, გადავდგები თუ არა - ტიკარაძე
,,ლელოს გადასაწყვეტი არ იქნება, გადავდგები თუ არა - ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვების საჭიროებას ვერ ხედავს.

ეკატერინე ტიკარაძე გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით, პარტია ,,ლელოს" განცხადებას გამოეხმაურა.

,,გარდა იმისა, რომ პანდემიას ვმართავ, არაერთხელ მაქვს ნათქვამი, დაგეგმილი მაქვს არაერთი რეფორმის განხორციელება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად, ძალიან წარმატებულად განვახორციელებ და ვთვლი, რომ ,,ლელოს" გადასაწყვეტი ნამდვილად არ იქნება, გადადგება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე,"- განაცხადა ,,რუსთავი 2-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, ,,ლელოს" ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და ვატო სურგულაძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მოთხოვნით დღეს ბრიფინგი გამართეს.

მათი განცხადებით, დაგვიანებული ვაქცინაციის გამო, მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system