თავში

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს
ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

ოპოზიციური პარტიების ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში კონსულტაციებს განაგრძობენ. შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყო და მას „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დემოკრატიული საქართველოს“ და „ლელოს“ წარმომადგენლები ესწრებიან.

მათი თქმით, განხილვის საკითხი დანიელსონის დოკუმენტი და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემაა.

პოლიტიკური პარტიების ლიდერები აღნიშნავენ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერას არ გეგმავენ. 

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. პარტიის ლიდერებმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ დაადასტურეს, რომ შეთავაზებულ საკითხებს ეთანხმებიან და მზად არიან ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში გააგრძელონ მუშაობა.

დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზაობა გამოთქვა პარტია "ევროპელმა სოციალისტებმაც".

ნახეთ, რა წერია დოკუმენტში, რომელიც კრისტიან დანიელსონმა პარტიებს შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system