თავში

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ - კობახიძე

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ - კობახიძე
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით კონკრეტული ჯგუფები პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

"ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობდნენ პოლიტიკური ქულების დაწერას და ქვეყანაში მასობრივი არეულობის ორგანიზებას. ისინი ცდილობდნენ სპეკულირებას და კონკრეტული მედიასაშუალებების პარტიული მენეჯერები გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილს იყენებდნენ, რომ მოეწყოთ არეულობის სცენარი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

ლექსო ლაშქარავა 13 ივლისს დაკრძალეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system