თავში

"ლელო" Covid-ით გარდაცვლილთა პატივსაცემად აქცია-პერფორმანსს მართავს

"ლელო" Covid-ით გარდაცვლილთა პატივსაცემად აქცია-პერფორმანსს მართავს
ლელო  Covid-ით გარდაცვლილთა პატივსაცემად აქცია-პერფორმანსს მართავს

პარტია "ლელო საქართველოსთვის" Covid-ით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად აქცია-პერფორმანსს მართავს. მათ პარლამენტის შენობასთან სანთლები დაანთეს და ბანერი მიიტანეს წარწერით "კოვიდით გარდაცვლილთა პატივსაცემად".

როგორც დაგეგმილი იყო, აქცია მთავრობის კანცელარიასთან უნდა გამართულიყო, თუმცა იქ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა  - "ანტივაქსერების" აქცია იმართებოდა, რის გამოც"ლელომ" დემონსტრაცია პარლამენტთან გადაიტანა. 

"განიხილონ მთავრობის გადადგომა სრულად. შეცვალონ საკოორდინაციო საბჭო  შეცვალონ ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი. ეს არის ძირითადი გზავნილი. ვითანამშრომლოთ და ერთად ვიმუშაოთ. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ქვეყანას ოდესმე ჰქონია. იღუპება ადამიანები, ამიტომაც ყოველდღე დავანთებთ სანთლებს", - განაცხადა "ლელოს" წევრმა ვატო სურგულაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system