თავში

"ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვენ

"ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვენ
ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვენ

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების ინიციატივით გამოდის. პარტია "ლელოს" აცხადებს, რომ ყველამ უნდა გამოძებნოს რესურსი გონივრული შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად.

"ჩვენ, პარტია "ლელო" მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება და ის შესაძლო ძალიან ცუდი სცენარი, რაც უკვე ბევრჯერ ვნახეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, დავიწყოთ სასწრაფოდ მოლაპარაკება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის,"- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მოლაპარაკების მომხრეა "სტრატეგია აღმაშენებელიც".

"ქაოსი და არეულობა არის რუსეთის მოკავშირე ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ აუცილებელია ყველა მხარე პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ იმ მძიმე ვითარებას, რაც ქვეყანაშია. მივიჩნევთ, რომ პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება ერთი მხარის გამარჯვებით და მეორეს დამარცხებით, შესაბამისად, აუცილებელია ისეთი შეთანხმების სტრატეგიის ჩამოყალიბება, სადაც გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი და ყველა მხარე გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯებს გადადგამს,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system