თავში

"ლელო“ Facebook-ის გადაწყვეტილებას ეხმაურება

"ლელო“ Facebook-ის გადაწყვეტილებას ეხმაურება
ლელო“ Facebook-ის გადაწყვეტილებას ეხმაურება

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ Facebook-ის გუშინდელ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება.

„მამუკა ხაზარაძე იყო პირველი, ვინც ,,თიბისი'' ბანკზე კიბერშეტევის შემდეგ ამ დანაშაულის ავტორები ამხილა და ე.წ. ტროლების ქარხნის მისამართი დაადგინა. სამწუხაროდ, მაშინდელმა შს მინისტრმა - გიორგი გახარიამ ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ დანაშაულებრივ ჯგუფს ხელი დააფარა და ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ facebook-ის მიერ ჩატარებული ოპერაცია პირველი ნაბიჯია სისტემური სიცრუის მანქანის დამარცხების გზაზე, რომ ამ ბრძოლაში ქართული საზოგადოებაც აქტიურად ჩაერთვება, ქართული საინფორმაციო სივრცის გაწმენდა გაგრძელდება და საბოლოოდ დავამარცხებთ იმ ფარულ მტერს, რომელიც ტვინებს ურეცხავს ადამიანებს და რომელთა დაფინანსებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხები იხარჯება. "ლელო" თავის მხრივ გააგრძელებს ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის წინააღმდეგ და სამართლიანი და სუფთა საინფორმაციო ველის არსებობისთვის ბრძოლას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system