თავში

ლელო: ოზურგეთის საოლქო კომისიამ გასაჩივრებისთვის განკუთვნილი 2 დღეც მოგვპარა

ლელო: ოზურგეთის საოლქო კომისიამ გასაჩივრებისთვის განკუთვნილი 2 დღეც
ლელო: ოზურგეთის საოლქო კომისიამ გასაჩივრებისთვის განკუთვნილი 2 დღეც მოგვპარა

"ოზურგეთის რაიონული სასამართლო არის კლანის ნაწილი და ბუნებრივია, არ მაქვს იმის მოლოდინი და ილუზია, რომ ის ობიექტურად განიხილავს ჩვენს დასაბუთებულ სარჩელს და მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს", - ამის შესახებ "ლელოს" გურიის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საოლქო კომისიაში შეტანილი საჩივრების რეგისტრაციისას პროცედურული გადაცდომის გამო, საარჩევნო სუბიექტს ის 2-დღიანი ვადაც კი წაერთვა, რა დროშიც კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების საშუალება აქვს. 

მოხდა ისე, რომ საჩივართან დაკავშირებული განკარგულებები, რომელიც 5 ნოემბერს უნდა ყოფილიყო გამოცემული, გუშინ, 6 ნოემბრის ღამის 12 საათამდეც კი არ იყო ატვირთული. ჩვენს ხელთაა საოლქო კომისიაში ჩვენი წარმომადგენელის, ინგა ფრანგულაშვილსა და საოლქო კომისიის თანამშრომელ თამთა გიორგაძეს შორის გამართული საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც გუშინ, 6 ნოემბერს გაიმართა. ჩანაწერში გიორგაძე უდასტურებს ფრანგულაშვილს, რომ თურმე განკარგულება 5 ნოემბრის თარიღით არის მიღებული. საოლქო კომისიამ თავისი ამ ქმედებით, როცა განკარგულება დამალა და წინა რიცხვით მოგვიანებით ატვირთა, საარჩევნო სუბიექტს ის 2 დღიანი ვადაც კი მოგვპარა, რათა ხელი შეგვშლოდა სასამართლო გზით ჩვენი სიმართლის დამტკიცებაში“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system