თავში

"ლელო საქართველოსთვის" ქედაში რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა

"ლელო საქართველოსთვის" ქედაში რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა
ლელო საქართველოსთვის ქედაში რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა

“ლელო საქართველოსთვის” ქედაში რიგით 26-ე რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა. პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ქედამ ბუნებრივი რესურსი თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს და რაიონში ისეთი ეკონომიკური პირობები შეიქმნას, რომ ხალხი უკან დაბრუნდეს და საკუთარ სახლებში იცხოვრონ.

"არ არსებობს ოჯახი, საიდანაც ადამიანი არ არის წასული და არ ეძებს შემოსავალს უცხო ქვეყანაში. ჩვენ ეს რეალობა უნდა შევცვალოთ და ამ არაჩვეულებრივ ბუნებასა და პოტენციალს, რომელიც ამ მხარეს გააჩნია, უნდა დავუბრუნოთ ყველაზე მთავარი - ადამაინი, რომელიც დასაქმდება აქ და შექმნის პერსპექტივას მისთვის და მისი ოჯახისთვის. ზუსტად იმ ენთუზიაზმით მოვალთ არჩევნებზე, როგორც დღეს ქედაში დაგვხვდა მოსახლეობა და ამ ქვეყანაში გამარჯვების და წარმატების ეპოქა დაიწყება”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system