თავში

ლელო საქართველოსთვის: ხელისუფლება პრობლემის მოგვარების ილუზიას ქმნის

ლელო საქართველოსთვის: ხელისუფლება პრობლემის მოგვარების ილუზიას ქმნის
ლელო საქართველოსთვის: ხელისუფლება პრობლემის მოგვარების ილუზიას ქმნის

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ხელისუფლებას კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციების გავლისა და მათი დახმარებისკენ მოუწოდებს. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა დეა მეტრეველმა განაცხადა, რომ კულტურის სფერო ნაკლებად პრიორიტეტული აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის. 

,,კულტურის სფერო ამჯერადაც ნაკლებ პრიორიტეტული აღმოჩნდა ჩვენი ხელისუფლებისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია სფეროზე, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში დინამიურად იზრდებოდა, ვითარდებოდა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, საერთაშორისო იმიჯის და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. პანდემიამ ამ სფეროში დასაქმებულებიც არანაკლებ დააზარალა - გაუქმდა ან გაურკვეველი ვადით გადაიდო გაზაფხულზე დაგეგმილი არაერთი სახელოვნებო ბაზრობა თუ ფესტივალი, შეჩერებულია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი თუ პროგრამა, დახურულია გალერეები, თეატრები, გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, სტუდიები. შემოსავლის გარეშეა დარჩენილი სახელოვნებო სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი“, - აცხადებს დეა მეტრეველი.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ ყველა გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა, ყოველგვარი საჯარო განხილვის გარეშე მიიღება. მეტრეველი აცხადებს, რომ ანტიკრიზისული გეგმა არ პასუხობს პანდემიის შედეგად გამოწვეული ზარალის მასშტაბებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system