თავში

"ლელო საქართველოსთვის" საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას ითხოვს

"ლელო საქართველოსთვის" საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას ითხოვს
ლელო საქართველოსთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას ითხოვს

"ჩვენ უნდა ვისწავლოთ და შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება, როგორც ამას ახერხებს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა. ეს არის დღეს ერთადერთი სწორი გზა", - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" აცხადებს. 

პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდი ქალაქის მაცხოვრებელთა უმრავლესობა იმყოფება სოციალური და ეკონომიკური ხოვრებიდან გაყიყული ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვის გამო. 

"ლელო საქართველოსთვის" სამოქალაქო საზოგადოებას პროტესტისკენ მოუწოდებს. 

"ხელისუფლებამ აღარ დაგვიტოვა პროტესტის გარდა სხვა გზა, მოვუწოდებთ მთელს სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად, დავდგეთ ერთად ჩვენი უფლებების დასაცავად და გავერთიანოთ ჩვენი საპროტესტო მუხტი. მხოლოდ ასე შევძლებთ დავიბრუნოთ ის უფლებები, რომლებიც მთავრობამ უკანასკნელნ პერიოდში ჩამოგვართვა, ხშირად უკანონოდაც“,- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system