თავში

ლელო: ვგმობთ მშვიდობიანი მომიტიინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას

ლელო: ვგმობთ მშვიდობიანი მომიტიინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას
ლელო: ვგმობთ მშვიდობიანი მომიტიინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას

"ლელო" კატეგორიულად გმობს ამ ვითარებაში მშვიდობიანი მომიტიინგეების წინააღმდეგ ძალის, მათ შორის წყლის ჭავლის და სავარაუდოდ, მხუთავი აირის გამოყენებას სამართალდამცველების მხრიდან. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"ხელისუფლების და მმართველი ძალის ანალოგიური ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ხელი დააფაროს გამყალბებლებს და ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის ქურდებს.

მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი უფლებების აღდგენას ითხოვდნენ, ძალის გამოყენება დაუშვებელია და შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულებრივ ქმედებად საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

პირველივე წუთებიდან საქართველოს ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო არაპროპორციულ ძალას იყენებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. წყლის ჭავლის და სავარაუდოდ გაზის გამოყენება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ დაუშვებელია. ეს ყველაფერი ხელისუფლების ისტერიაზე და პანიკურ ქმედებებზე მიუთითებს.

მოვუწოდებთ ამ პროცესში ჩართულ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და დაიცვან საქართველოს მოქალაქეების ინტერესები" - აღნიშნულია "ლელოს" განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system