თავში

"ლელომ" ჩოხატაურში მერობის კანდიდატი წარადგინა

"ლელომ" ჩოხატაურში მერობის კანდიდატი წარადგინა
ლელომ ჩოხატაურში მერობის კანდიდატი წარადგინა

პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" ჩოხატაურში მერობის კანდიდატად მალხაზ ჩხიკვაძე წარადგინა. ის დავით უსუფაშვილთან ერთად ადგილობრივებს შეხვდა,

"მართლა საქმის მკეთებელი, უღალატო და შრომისმოყვარეა. მან იცის ადგილობრივი პრობლემები, მათი მოგვარების გზები და ბიუჯეტიც. იცის ცენტრალურ ხელისუფლებასთან მუაობის პრინციპი. არის კვალიფიციური ადამიანი, რომელსაც უნდა თავისი შესაძლებლობები საკუთარ კუთხეს მოახმაროს", - თქვა დავით უსუფაშვილმა. 

ჩოხატაურელებს ასევე პარტიულ სიის წევრები წარუდგინეს: ლევან გეგეშიძე, ვარდო ანდღულაძე, თეიმურაზ ჩხიკვიშვილ, იამზე შათირიშვილი, ვიტალი კილასონია, ქეთევან სიხარულიძე და გვანცა კილასონია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system