თავში

"ლელომ" და "დროამ" კოალიციური თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

"ლელომ" და "დროამ" კოალიციური თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს
ლელომ და დროამ კოალიციური თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

დღეს, პოლიტიკურმა პარტიებმა "ელენე ხოშტარია - დროა" და "ლელო საქართველოსთვის" თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

პარტიების ცნობით, თანამშრომლების მთავარი მიზანია საერთო ღირებულებების გარშემო პოლიტიკური ძალების, პროფესიონალთა ჯგუფების და აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანების გაერთიანება და მუშაობა ევროპული ტიპის დაბალანსებული მმართველობის შესაქმნელად.

„ათწლეულების განმავლობაში, საბჭოური ტიპის ერთპარტიულმა მმართველობამ აქამდეც არაერთხელ შეიყვანა დამოუკიდებელი საქართველო კრიზისში. მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პირველია, რომელმაც კატასტროფული საფრთხე შეუქმნა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დასავლურ ორიენტაციას. ქვეყანაში პოლიტიკა გაჟღენთილია სიძულვილით, წახალისებულია ძალადობა და ადამიანებს აქვთ დაუცველობის განცდა. მმართველი ძალის უპასუხისმგებლო ნაბიჯები საზოგადოებას ხლეჩს და სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიჰყავს. ქვეყანაში არ არსებობს ფუნდამენტურ ღირებულებებზე საზოგადოებრივი თანხმობა.

საქართველოში გარდამტეხი ცვლილებების დრო დგება. როგორც არასდროს, დღეს საჭიროა საზოგადოების მობილიზება და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება.

იმისთვის, რომ ფუნდამენტურად შევცვალოთ პოლიტიკური რეალობა,

იმისთვის, რომ გადავტეხოთ შიში, უიმედობა და უპერსპექტივობის განცდა,

დავასრულოთ დაპირისპირება, სიძულვილის ენა და ადამიანების ღირსების გათელვა,

იმისთვის, რომ შევაჩეროთ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა

იმისთვის, რომ ხალხს გავუჩინოთ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის რწმენა,

იმისთვის, რომ საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი,

იმისთვის, რომ სამუდამოდ დავასრულოთ საბჭოური ერთპარტიული მმართველობა და სათავე დავუდოთ ევროპული ტიპის კოალიციურ მმართველობას,

ჩვენ, „ლელო საქართველოსთვის“ და „ელენე ხოშტარია - დროა“ ვქმნით პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმას, რომლის მთავარი მიზანია საერთო ღირებულებების გარშემო პოლიტიკური ძალების, პროფესიონალთა ჯგუფების და აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანების გაერთიანება და მუშაობა ევროპული ტიპის დაბალანსებული მმართველობის შესაქმნელად" - აღნიშნულია მემორანდუმის ტექსტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system