თავში

"ლელომ" საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

"ლელომ" საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
ლელომ საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატად ანი მიროტაძე წარადგინა. პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივ მოსახლეობას საპროგრამო დოკუმენტი "მარშალის გეგმა" გააცნო. 

"ჭიათურა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი თავისი რესურსებით, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქალაქია. ადამიანები, რომლებიც შრომობენ დილიდან საღამომდე, მინიმალურს ვერ იღებენ, რაც მათ ეკუთვნით. ჩვენი ბრძოლა არის, რომ ეს უსამართლობა შევცვალოთ",- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

"ბრძოლა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, 31 ოქტომბერს დასრულდება გამარჯვებით. ხელისუფლება ხელს უშლის ამ გამარჯვებას. ორი არჩევანია, თავისუფლებასა და მონობას შორის. ჭიათურის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია, თავისუფალ საქართველოში ცხოვრება, თუ მონობა, რასაც სთავაზობს ბიძინა ივანიშვილი", - აცხადებს საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ანი მიროტაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system