თავში

"ლელომ" საგარეჯოს მერობის კანდიდატი წარადგინა

"ლელომ" საგარეჯოს მერობის კანდიდატი წარადგინა
ლელომ საგარეჯოს მერობის კანდიდატი წარადგინა

პოლიტიკურმა პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" საგარეჯოს მერობის კანდიდატად ეკატერინე ქვლივიძე წარადგინა. 

კანდიდატი საზოგადოებას პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წარუდგინა. 

"მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პარტიის, "ლელო საქართველოსთვის" მერობის კანდიდატი საგარეჯოში - ეკატერინე ქვლივიძე. არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალი, ადამიანი რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახლავთ ერთადერთი სამხედრო მფრინავი. მე მისი ვაჟკაცობის, მისი შრომისუნარიანობის, მისი პატიოსნების ძალიან დიდი იმედი მაქვს, როგორც ათასობით საგარეჯოელს, რადგან სწორედ ასეთი ადამიანი გაუძღვება საგარეჯოს ძალიან სერიოზული პროგრესისა და აღორძინებისკენ.

მინდა გითხრათ, რომ ეს არჩევნები რომელსაც ახლა ჩვენ მთელი საქართველო ველოდებით, არის გადამწყვეტი არჩევნები არა მხოლოდ ადგილობრივი კანდიდატებისთვის, საკრებულოებისთვის, მერობის კანდიდატებისთვის. ეს არის პრაქტიკულად ტესტი, რეფერენდუმი იმისა თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ჩვენ ხვალ. ამისათვის მე მოვუწოდებ ყველას, მთავარია გავისტუმროთ ერთპარტიული მმართველობა, გავისტუმროთ "ქართული ოცნება". დაუჭირეთ მხარი ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას.

ჩვენ უნდა გადავიდეთ მრავალპარტიულ მმართველობაზე, ჩვენ მივაღწევთ ამას აუცილებლად და დავამარცხებთ "ქართულ ოცნებას", გადავალთ მრავალპარტიულ მმართველობაზე და ჩავატარებთ სრულადპროპორციულ არჩევნებს მომავალწელს. ქვეყანას აუცილებლად ეყოლება კოალიცოური მთავრობა, მთავრობა რომელიც ამ ქვეყანას ამოიყვანს ჭაობიდან, ჭაობიდან რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" და მათმა მმართველობამ შეიყვანა.

დამთავრდა "ოცნების" დრო, საქმის დრო დაიწყო. უნდა დასრულდეს ჭაობი და ასპარეზზე შემოვიდეს ახალი ძალა, ახალი სახეები და საქმიანი ადამიანები." - მამუკა ხაზარაძე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system