თავში

"ლელომ" თელავის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა

"ლელომ" თელავის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა
ლელომ თელავის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა

ირაკლი ტალახაძე წარუდგინა "ლელომ" თელაველ ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ შეკრებილებს წინასაარჩევვნო პროგრამაც გააცნო. 

მისი თქმით, თელავი ღვინის მეთერთმეტე დედაქალაქად უნდა დარეგისტრირდეს.

პარტიამ შეიმუშავა ისეთი პროგრამა, რომელიც აამოქმედებს მთლიან საქართველოს, სრულ რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და ნამდვილად განავითარებს მას. ჩვენი “მარშალის გეგმის” მიხედვით კი თელავი ღვინის მეთერთმეტე დედაქალაქად უნდა დარეგისტრირდეს, როგორც ღვინის სამშობლო. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და სამი დღის წინ მივიღეთ საკმაოდ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციიდან პასუხი, რომ ჩვენი განაცხადი ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია და რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ჩვენ თელავს გამოვაჩენთ საერთაშორისო რუკაზე”,- განაცხადა ხაზარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system