თავში

"ლელოს" ადგილობრივ ორგანიზაციებში არჩევნები მიმდინარეობს

"ლელოს" ადგილობრივ ორგანიზაციებში არჩევნები მიმდინარეობს
ლელოს ადგილობრივ ორგანიზაციებში არჩევნები მიმდინარეობს

"ლელოს" თბილისის ადგილობრივ ორგანიზაცებში არჩევნები მიმდინარეობს. პარტიის წევრები მმართველ ორგანოებს ირჩევენ. მათ შორის გამგეობებსა და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს.

მაისის ბოლომდე ჩატარდება ნაძალადევის, მთაწმინდის, გლდანის, ისნის, სამგორის და საბურთალოს რაიონული კონფერენციები.

შიდაპარტიულ, თანამონაწილეობითი დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებით, პარტიის წევრებს ეძლევათ საშუალება კონკურენტულ გარემოში, ერთის მხრივ, საკუთარი კანდიდატურები წარმოადგინონ მმართველი ორგანოების წევრობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, თავად აირჩიონ გამგეობები არაუმეტეს 7 წევრის შემადგენლობით. გამგეობის შემადგენლობაში აუცილებლად აირჩევიან ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენელი. სწორედ ეს გამგეობები იქნებიან ძირითადი რგოლები, რომლებიც დაგეგმავენ და წარმართავენ ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, მიიღებენ გადაწყვეტილებებს, აქტიურად ჩაერთვებიან დედაქალაქის და რაიონების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მონაწილეობას მიიღებენ პარტიის ძირითადი სტრატეგიის შემუშავებაზე“, - აცხადებენ პარტიაში.

პარტიის ინფორმაციით, არჩევნების პროცესში „ლელოს“ 656 ახალი წევრი შეუერთდა. დღეს ნაძალადევის და მთაწმინდის არჩევნები ტარდება.

ლელოში თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციები 16 მაისს დაიწყო და და 30 მაისს დასრულდება. დაკომპლექტებულია კრწანისი, დიდუბე, ჩუღურეთისა ვაკის ორგანიზაციები.

23 მაისს დაკომპლექტდება ნაძალადევი მთაწმინდის ორგანიზაციები, 29 მაისს ისანი- გლდანი, 30 მაისს თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები სამგორისა და საბურთალოს არჩევნებით დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system