თავში

"ლელოს" ქმედებები ძალიან არათანმიმდევრული და ალოგიკურია" - გიგა ბოკერია

"ლელოს" ქმედებები ძალიან არათანმიმდევრული და ალოგიკურია" - გიგა ბოკერია
ლელოს ქმედებები ძალიან არათანმიმდევრული და ალოგიკურია - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია "ლელოს" საპარლამენტო ფრაქციის ბოიკოტის დასრულებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტიის ქმედებები არათანმიმდევრული და ალოგიკურია.

"ისეთი განცხადებებია, რაც მოქალაქეებში ზოგადად პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ, ზოგის მიმართ უსამართლოდ, თუმცა ყველას მიმართ უნდობლობას თესავს. იმიტომ, რომ პარლამენტში შევიდა ოპოზიციის ნაწილი, ვინც ხელი მოაწერია თითქოს იმისთვის, რომ მომხდარიყო საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა და წარმატებას მიეღწიათ რეფერენდუმისთვის. ეს იყო მთავარი საკითხები. თუ მეტყვიან აქედან რომელი შესრულდა მათი აზრით, რის გამოც თქვეს, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდნენ, მაშინ მე ჩავთვლი რომ მე ვცდები და ისინი მართლები არიან. მათი საქციელი სამწუხაროდ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის სრულიად ოპოზიციაზე ვრცელდება.", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system