თავში

"ლელოს" მერობის კანდიდატი სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

"ლელოს" მერობის კანდიდატი სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
ლელოს მერობის კანდიდატი სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

"ლელო საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე "ლელოს ხედვა განიხილეს ქალაქის განვითარების, სატრანსპორტო პოლიტიკის პრობლემების და პერსპექტივების შესახებ. მოისმინეს დარგის სპეციალისტების შეფასებები.

დედაქალაქის პრობლემები ტრანსპორტის მხრივ გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის არასაკმარის რაოდენობას, საცობებს, პარკინგის საკითხებს, ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას. ორი დღის წინ ნათლად დავინახეთ თუ რა პრობლემები აქვს სატრანსპორტო მიმართულებით ქალაქს. ოდნავ უხვი ნალექის შემთხვევაში დავინახეთ, რომ სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე ვიდექით. ისიც დავინახეთ, რომ ზედაპირული რეაბილიტაცია არ არის საკმარისი. “ლელოს” აქვს კონკრეტული ხედვა როგორ მოგვარდეს აღნიშნული საკითხები ქალაქის და ადამიანების სასარგებლოდ. აღნიშნული ხედვა გაწერილია "ლელოს" თბილისის მარშალის 9 პუნქტიან გეგმაში“ - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system