თავში

ლელოს პოზიციაში არანაირი ცვლილება არ არის - ბადრი ჯაფარიძე

ლელოს პოზიციაში არანაირი ცვლილება არ არის - ბადრი ჯაფარიძე
ლელოს პოზიციაში არანაირი ცვლილება არ არის - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" პოზიციაში არანაირი ცვლილება არ არის. ჩვენი პოზიცია არის იგივე, რაც იყო, რაც საჯაროდ გაცხადებული გვაქვს.

ჩვენი პესიმიზმი ეყრდნობოდა იმ სამწუხარო რეალობას, რომ "ქართული ოცნება" არ დაეთანხმა იმ სამ პუნქტსაც, რომელსაც დაეთანხმა ოპოზიცია, ჩვენი პესიმიზმი აქედან მომდინარეობდა. თუ "ქართული ოცნება" გადახედავს თავის მიდგომებს და ქვეყნის ინტერესებიდან გამოვა, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამოვა და ჩვენ ამას დავინახავთ", - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. 

"ლელოს" წევრები დღეს შეხვედრას აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან გამართეს. 

"ვენ გვაქვს სამუშაო შეხვედრები ელჩებთან და ეს არის სამუშაო შეხვედრებიდან ერთ-ერთი შეხვედრა, სადაც ჩვენ განვიხილავთ შექმნილ ვითარებას ქვეყანაში და ეს არის ნორმალური, უკვე დამკვიდრებული პრაქტიკა. ყველა შეხვედრა ეძღვნება შექმნილი ვითარების განხილვას, კრიზისიდან გამოსვლის გზების განხილვას და ეს იყო მორიგი სამუშაო შეხვედრა. ჩვენ ინდივიდუალურად ვხვდებით და არ ვაკეთებთ კოორდინირებას ყოველთვის. ჩვენ მომავალშიც გვექნება ინდივიდუალური შეხვედრები. "ლელო" ხვდება ელჩებს როგორც მარტო, ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად', - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system