თავში

ლევ ლეშენკომ საქართველო დატოვა, საპასპორტო კონტროლი შეუფერხებლად გაიარა - შსს

ლევ ლეშენკომ საქართველო დატოვა, საპასპორტო კონტროლი შეუფერხებლად გაიარა - შსს
ლევ ლეშენკომ საქართველო დატოვა, საპასპორტო კონტროლი შეუფერხებლად გაიარა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ რუსი მომღერალი ლევ ლეშენკო საქართველოში იმყოფებოდა.

უწყებაში ამბობენ, რომ მომღერალს საპასპორტო კონტროლის გავლისას რაიმე ხარვეზი არ დაფიქსირებია.

"აღნიშნულმა პირმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია, რაც შეეხება მის შემოსვლას ქვეყენაში, მან საპასპორტო კონტროლი გაირა შეუფერხებლად რადგან არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის კონტროლი, ასევე არ უფიქსირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღდამღა", - ამბობენ შსს-ში.

გუშინ, 25 ივლისს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რუსი მომღერალი, ლევ ლეშენკო საქართველოში იმყოფება და სასტუმრო პარაგრაფში ისვენებს.

ლეშენკო მხარს უჭერს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას. მან 2013 წელს სოხუმში იმ დღეს იმღერა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი დამოუკიდებლობის დღეს უწოდებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system