თავში

ლევან ბერძენიშვილი: ყველა, ვინც მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას“ არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის

ლევან ბერძენიშვილი: ყველა, ვინც მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას“ არის
ლევან ბერძენიშვილი: ყველა, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას“ არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის

ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, პარლამენტი შედგება და სამარცხვინო 90 კაცი, მათი მხარდამჭერებით, ქართველი ხალხის სირცხვილია.

"არ ვარ დარწმუნებული, რომ სწრაფად გადაწყდება ყველაფერი, ამავე დროს არ მგონია, რომ ჩვენ მოგვიხერხდება პარლამენტის ჩაშლა. ვფიქრობ, პარლამენტი შედგება. ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციისა. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაც ჩაიდინა და რასაც ბოდავს ახლა მისი მთავარი ექსპერტი და პიარსპეციალისტი ირაკლი კობახიძე, ვისაც ეს მოსწონს, ეს ხალხი ჯანსაღი არ არის. ამიტომ აქ მარტო ხელისუფლებაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია ჩვენს თანამოქალაქეებზე, რომელიც თავს იავადმყოფებენ," - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა მთავარ არხთან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system