თავში

ლევან ხაბეიშვილი ახალ წელს რუსთავის ციხესთან შეხვდება

ლევან ხაბეიშვილი ახალ წელს რუსთავის ციხესთან შეხვდება
ლევან ხაბეიშვილი ახალ წელს რუსთავის ციხესთან შეხვდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად, ახალ წელს რუსთავის მე-12 ციხესთან შეხვდება.

მისი თქმით, ბრძოლა არ შეწყდება და უფრო მასშტაბური იქნება.

"უნდათ ბრძოლა და ეს ბრძოლა აუცილებლად იქნება, მათ შორის, ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი, ასეულობით ადამიანი შიმშილობს, საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებს. 

მე პირადად, 31 დეკემბერს, ახალ წელს აქ შევხვდები და ეს იქნება ჩემი პროტესტი. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, ჩვენ არ ვაპირებთ არც ბრძოლის შეწყვეტას, არც ჩამოშვებას, მინდა მესამე პრეზიდენტსაც მივმართო და მოვუწოდო, მხნედ იყოს, ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ მისი და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლა იქნება 31-შიც, პირველშიც, 2-შიც და 3-შიც." აცხადებს ხაბეიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system