თავში

ლევან კობერიძე "ლელოს" ტოვებს

ლევან კობერიძე "ლელოს" ტოვებს
ლევან კობერიძე ლელოს ტოვებს

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ლევან კობერიძე პარტიას ტოვებს. გადაწყვეტილების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. კობერიძე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. 

პარტიის პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ რადგან ლევან კობერძემ გადაწყვეტილება თავად მიიღო, უმჯობესი იქნება, თუ მიზეზების შესახებ პირველად თავად განაცხადებს.

ლევან კობერიძე პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ 2020 წლის აგვისტოში შეუერთდა. საპარლამენტო არჩცევნებში ის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

იქამდე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ლევან კობერიძე იყო „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ის გლდანის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. 2019 წლის 1-ელ მაისს მან დატოვა პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძო. 2019 წლის 2 დეკემბრიდან გაერთიანებული იყო ფრაქციაში „დამოუკიდებელი დეპუტატები“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system