თავში

ლევან კობერიძე პრემიერზე: აპაჭუნოს ახლა თვალები და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული

ლევან კობერიძე პრემიერზე: აპაჭუნოს ახლა თვალები და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული
ლევან კობერიძე პრემიერზე: აპაჭუნოს ახლა თვალები და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული

ის წერილები თუნდაც კრიტიკის წერილი, რომლებსაც ჩვენი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან იღებს საქართველოს ხელისუფლება, არის საქართველოს მეგობრების წერილები. ასე უნდა მიუდგეს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ეს არ უნდა იყოს არც ოპოზიციის მხრიდან საფრიალებელი დოკუმენტი, რომ "აი, ხელისუფლებას ყური ავუწიეთ" და მეორე მხრივ, არც ხელისუფლება არ უნდა ისხლიტავდეს და ცინიკურ პასუხებს არ უნდა სცემდეს აღნიშნულ წერილს.

"პოლიტიკური სპექტრი უნდა მივეჩვიოთ, რომ ჩვენი მეგობრებისგან მიღებული კრიტიკული წერილები გავიაზროთ და პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ, რაც გვეკუთვნის. ხელისუფლებისადმი მიწერილ
ამ წერილებში უდიდესი წილი ამ კრიტიკის ხელისუფლებას ეკუთვნის. მან სჯობს, რომ ხელისუფლებამ, ცინიკური განცხადებების ნაცვლად, ყურად იღოს ეს რჩევები, დაჯდეს ოპოზიციასთან ერთად, გაუნაწილოს მას პასუხისმგებლობა და ერთად გადავწყვიტოთ, რა და როგორ უნდა გამოვასწოროთ
"- აცხადებს კობერიძე.

მისივე განმარტებით, მეგობარი კონგრესმენები მსგავს განცხადებებს მაშინ აკეთებენ, როდესაც ხედავენ, რომ ქვეყანა სცდება დემოკრატიული განვითარების კურსს.

"გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობა და სახელისუფლებო გუნდი მხოლოდ ცინიკურ პასუხებს იძლევა, რაც არანაირად არ ჯდება ხელისუფლების ტონში. ცინიკური მიმართვა და ცინიკური საუბარი შეიძლება იყოს ნიშური ოპოზიციის როლი. სამწუხაროა, რომ გახარია ძალიან სერიოზულ კითხვებს ირონიით პასუხობს: "წერილი გინდა თუ სიხარული" და თვალების პაჭუნით. მაშინ აპაჭუნოს ახლა თვალები და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული. სწორედ ეს არის ჩვენი უბედურება. იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის განვითარებაზე იმსჯელონ, გამოდიან და ღლიცინით პასუხობენ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს. ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობა და ეს ასე არ დარჩება. ძალიან მალე თვალებჩაპაჭუნებულები დარჩებიან საქართველოს მოსახლეობის მხრიდან",- აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციამ ოთხი კონგრესმენის მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, რომლის ავტორებიც ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system