თავში

ლევან სამუშია "ლელოში" გაწევრიანდა

ლევან სამუშია "ლელოში" გაწევრიანდა
ლევან სამუშია ლელოში გაწევრიანდა

"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი, ლევან სამუშია "ლელოში" გაწევრიანდა. სამუშია პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო“ გაფართოებას ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის აგრძელებს.

„ჩვენ მიერ დაწყებული ბრძოლა იქნება უკომპრომისო და მიმართული იმისკენ, რომ „ქართული ოცნება" ჩამოვაშოროთ მმართველობას. ეს იქნება აბსოლუტურად ახალი რეალობა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ იმისთვის შევიქმენით, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ ჩიხიდან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. ჩვენი პოლიტიკური პარტია პროფესიონალთა გუნდით კომპლექტდება. ჩვენ გვყავს უძლიერესი ეკონომიკური გუნდი და ზუსტად ვიცით, როგორ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და გავაორმაგოთ ეკონომიკა. გარდა ამისა, ყველაზე ძლიერი იურისტთა გუნდია "ლელოში" თავმოყრილი, რაც მოსახლეობას დაცულობის შეგრძნებას უქმნის. სწორედ ასეთი პროფესიონალები არიან საჭირო საქართველოს პარლამენტში“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბრიფინგის დროს ლევან სამუშიამ გუნდს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ლელო“ არის ახალი სიტყვა პოლიტიკაში, რომელიც ყველაზე მთავარს, ადამიანის უფლებებს იცავს.

„ლელო“ არის ის იმედი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ პოლიტიკას. პარტია ორიენტირებულია ქვეყნის დასავლეთის მიმართულებით განვითარებისკენ. ჩემი პარტიაში გაწევრიანების მთავარი მიზეზი მათი იდეოლოგიაა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ემყარება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდთან ერთად ქვეყანას მოვუტანთ სამართალს და ადამიანის უფლებები ზედმიწევნით დაცული იქნება. ის, რომ ეკონომიკაში იქნება წინსვლა ამ გუნდის მოსვლით, ამას ჩემი შეფასებაც არ სჭირდება. დარწმუნებულ ვარ ჩვენ ერთად ძალიან ბევრს შევძლებთ" - ამბობს ლევან სამუშია

შეგახსენებთ, რომ სამუშიამ "თავისუფალი დემოკრატები" 3 აგვისტოს დატოვა. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა და დაწერა, რომ დამატებით კომენტარს ამ თემაზე აღარ გააკეთებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system