თავში

ლევან ვარშალომიძე საქართველოში ბრუნდება

ლევან ვარშალომიძე საქართველოში ბრუნდება
ლევან ვარშალომიძე საქართველოში ბრუნდება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ვარშალომიძე უკრაინიდან საქართველოში ბრუნდება. 

აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ვიდეომიმართვა ცოტა ხნის წინ ტრაბზონიდან გაავრცელა. მისი თქმით, ის რამდენიმე საათში სარფში იქნება. ვარშალომძიე საარჩევნო კამპანიაში ჩართვას აპირებს.

როგორც ლევან ვარშალომიძე განცხადებაში ამბობს, ქვეყანაში ეკონომიკური უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა უნდა შეწყდეს. მისი განმარტებით, ის სამშობლოში “რუსული ოცნების” დასამარცხებლად ბრუნდება. 

„თუ ვინმეს ეგონა უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო, საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდით. მე ახლა ვარ ტრაბზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავსმოხვეული რუსული ოცნება. შევწყვიტოთ ეკონომიკის უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ ისტორიულ გაუგებრობას და ჯერ არარსებული ტემპით, გავავითარებთ ჩვენს ულამაზეს საქართველოს. აბა დროებით, შეხვედრამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ", - აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

შეგახსენებთ, ლევან ვარშალომიძე უკრაინაში ერთიანი საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system