თავში

ლევან ვასაძე ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევს

ლევან ვასაძე ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევს
ლევან ვასაძე ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევს

ლევან ვასაძე ქართულ ოცნებას 10-დღიან ვადას აძლევს, გააუქმონ 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში".

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვასაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, არ მისცეს საბაბი "ესკალაციასა" და "დაპირისპირებას".

"მე მოვუწოდებ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, "ქართული ოცნების" ლიდერებს, მოეშვან ამ თამაშებს და გააკეთონ ძალიან მკაფიო არჩევანი, ან დადგნენ საზოგადოებრივი ნორმის, მორალის და ტრადიციების გვერდით და გააუქმონ დაანონსებული ე.წ. პრაიდი, როგორც მათ ჩვენ ეს გავაკეთებინეთ 2 წლის წინ.

დღეს ხომ არის 15 ივნისი, ვადას ვაძლევთ 25 ივნისამდე, გააუქმონ, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას, ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ჩვენს უშუალო სამეზობლოში", - ამბობს ვასაძე.

"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system